ნიდერლანდების დაზვერვა რუსეთს, ირანს და ჩინეთს კიბერშეტევებში სდებს ბრალს

ნიდერლანდების დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი რობ ბერტოლე ავრცელებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი ქვეყნის სამთავრობო საიტებს უტევენ, ასევე კომპანიებს. სულ ასამდე კიბერშეტევა განხორციელდა – ავრცელებს Dutch news-ი.
“ამას ჩვენი დემოკრატიის საფრთხედ მივიჩნევ. საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ მათ პარლამენტის მუშაობაზე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ, ასევე, სამთავრობო გადაწყვეტილებებზე” – განაცხადა ბერტოლემ. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აზრი არა აქვს რუსეთის ან სხვა ქვეყნის დადანაშაულებას, რადგანაც ისინი კიბერშეტევებში მონაწილეობას არ აღიარებენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში პროვოკაციებში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაარა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!-ვასილ მაღლაფერიძე