არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!-ვასილ მაღლაფერიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე არხის რეორგანიზაციაზე და გადაცემების შესაძლო დახურვაზე გავრცელებულ ინფორმაციას, “Facebook”-ზე ეხმუარება. მაღლაფერიძა გადაცემების დახურვას არ ადასტურებს და გავრცელებულ განცხადებაში ორშაბათს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე საურობს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დავაანონსეთ, რომ 6 თებერვალს, ორშაბათს, 12 საათზე, გავმართავთ პრესკონფერენციას და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს ხედვას მაუწყებლის მომავალთან დაკავშირებით.

შეიძლება ეს ხედვა ვიღაცისთვის მიუღებელი იყოს და ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ ამისთვის ჯერ ხომ უნდა ვთქვათ?! 🙂 თუ არ ვთქვით, ამის გარეშე არც მოწონება გამოვა და არც არმოწონება!

ჩვენ კი ჯერ არაფერი გვითქვამს, ვემზადებით ორშაბათისთვის!

მაგრამ არიან ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ წინსწრებით იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ და ჰყვებიან ამის შესახებ! უბრალოდ კი არ ჰგონიათ, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ იციან, რასაც ორშაბათს გავაკეთებთ!

საიდან იციან, არც მათ იციან, არც ვინმე სხვამ, მაგრამ იციან! სოკრატემ იცოდა, რომ არაფერი იცოდა, ამათმა კი იციან, რომ ყველაფერი იციან!

და არა მხოლოდ იციან, არამედ, წინასწარვე კატეგორიულად არ მოსწონთ და აღშფოთებულნი არიან იმით, რაც უნდა გავაკეთოთ და ამ აღშფოთებას საზოგადოებასაც უზიარებენ – წერენ პოსტებს და კომენტარებს, განცხადებებს ავრცელებენ, მსჯელობენ და შიგადაშიგ კარგა გვარიანადაც გვლანძღავენ – იმის გამო, რაც ჩვენ ორშაბათს უნდა ვთქვათ და ჯერ არ გვითქვამს! თუმცა, რატომ უნდა მოიცადონ ორშაბათამდე, თუ ახლავე იციან, რასაც გავაკეთებთ?!

დაბოლოს. მოკლე პასუხი კითხვაზე, ვხურავთ თუ არა გადაცემებს?! არა, გადაცემებს ჩვენ არ ვხურავთ! არ ვხურავთ!

თუმცა, გვინდა და ვიტოვებთ უფლებას, რომ ორშაბათს, 12 საათზე, როგორც დაანონსებული გვქონდა, ჩვენი ხედვა გავაცნოთ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც ყოველთვის ყველაფერი არ იცის და თანაც წინასწარ!”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების დაზვერვა რუსეთს, ირანს და ჩინეთს კიბერშეტევებში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს