თურქეთი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში პროვოკაციებში სდებს ბრალს

ანკარა საბერძნეთს ბრალს სდებს იმაში, რომ ის საერთაშორისო უფლებებს არღვევს, როცა ეგეოსის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს – წერს Reuters-ი.
როგორც თურქეთმა განაცხადა, კუნძულ კოსზე საბერძნეთის სპეცრაზმელების გადასხმა, 1947 წლის ხელხეკრულებას არღვევს, რომელიც ამ ტერიტორიაზე წვრთნებს კრძალავს. “ჩვენ თქვენს ქვეყანას, საბერძნეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ცალმხრივი აქციებისგან, რომელსაც შეუძლია დაძაბულობა გამოიწვიოს და რომელიც საერთაშორისო უფლებებს არღვევს” – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა თავმჯდომარემ ჰუსეინ მუფტუოღლუმ.

საბერძნეთმა თურქეთს უპასუხა, რომ ისინი სწავლებების შეჩერებას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშინორვეგიის ყოფილი პრემიერი აშშ-ში პოტენციურ ტერორისტად მიიჩნიეს
შემდეგი სტატიანიდერლანდების დაზვერვა რუსეთს, ირანს და ჩინეთს კიბერშეტევებში სდებს ბრალს