NCDC კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენას სთხოვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს, 20 სექტემბერს, კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართეს.

“კოვიდ 19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება და ამავდროულად ვაქცინაციის პროცესი კლებადია ბოლო დღეებში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას”. – წერია NCDC-ის მიერ გაგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: აკაკი ნემსაძეს თავი არ მოუკლავს და ის მოწამლეს
შემდეგი სტატიაბოკერია: ამ ბრძოლაში თითოეული მოქალაქის წვლილი არის გადამწყვეტი, ყველა ადამიანთან უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ მისი ხმა გადაწყვეტს ქვეყნის ბედს