ელისო კილაძე: აკაკი ნემსაძეს თავი არ მოუკლავს და ის მოწამლეს

“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ აკაკი ნემსაძეს თავი არ მოუკლავს და ის მოწამლეს.

აკაკი ნემსაძე სუს-ის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც სავარაუდოდ, უწყების საიდუმლო ფაილები სოციალურ ქსელში გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ნემსაძემ ფაილების გავრცელებამდე 2 თვით ადრე თავი მოიკლა.

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ აკაკი ნემსაძე მოწამლეს და მას სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია. იმიტომ, რომ ავრცელებენ, რომ მეგობართან მივიდა და საკუთარი იარაღითო და იარაღი ჩამორთმეული ჰქონდა”,- თქვა ელისო კილაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიზურაბ ცხვიტარია: მივმართავთ,დღეს არსებული რუსული სინოდის ყოველგვარ ზღვარსგამცდარ ეგზარქოს სტეფანეს! დროა შეჩერდეთ!!!
შემდეგი სტატიაNCDC კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენას სთხოვს