NCDC – დიდ თავშეყრას მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს

განსაკუთრებით ტელევიზიებს გთხოვთ, მოსახლეობას პრევენციულ ღონისძიებებზე მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ერთი მხრივ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა და მეორე მხრივ, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება – სხვა გამოსავალი ეპიდემიასთან ბრძოლის გზაზე არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დიდ თავშეყრას მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს. ამასთან, გამყრელიძემ საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„არ უნდა შეიკრიბონ დიდი რაოდენობით ადამიანები, ქორწილები, ჭირის სუფრები. კარგია, ახალგაზრდები რომ იკრიბებიან, მაგრამ ღამის კლუბებში, სხვადასხვა დაწესებულებაში ისევ და ისევ დიდი შეკრებები, დროსტარება აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე მიგვიყვანს. არადა, ქვეყანაში სტაბილიზირებული იყო ეპიდსიტუაცია და თუ გაგვექცა ხელიდან, თუ არ დავიჭირეთ სიტუაცია, სამწუხაროდ, ისევ განმეორდება ნოემბერი და დეკემბერი. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები. საკმაოდ მკაცრად ვისაუბრე ციფრებზე საკოორდინაციო საბჭოზე, დავაყენე საკითხი უფრო ძლიერი საკომუნიკაციო კამპანიის შესახებ, რომ ყველა ტელევიზია, ყველა ბილბორდი დაკავებული უნდა იყოს მოწოდებებით, რას ნიშნავს პანდემია და როგორ ვებრძოლოთ მას. აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე, იცოდეთ, ამის გარეშე ვერ გამოვალთ, ასევე უნდა ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – პენსიონერთა საკრედიტო პროცენტთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაწულუკიანი – შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე სააკაშვილის რიტორიკაა