წულუკიანი – შეტევა დასავლურ ინსტიტუტებზე სააკაშვილის რიტორიკაა

შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ნათელაშვილის მიერ, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტისადმი მიმართავს, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს არის ანტიდასავლური რიტორიკა.

„ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი იმ სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრებისა, რომლებმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ეს შეტევა დასავლურ ინსტიტუტებსა და თანამდებობის პირებზე სააკაშვილის სტილი და რიტორიკაა, მაგრამ ის, რასაც თავად ვერ ახმოვანებს, როგორც ჩანს, ავალებს და ხმოვანდება ნათელაშვილის მიერ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით, უცხოელებისგანაც მსმენია, რომ ნათელაშვილი არასდროს აღიქმებოდა სერიოზულ ფიგურად და ვფიქრობ, ისინიც რწმუნდებიან, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეების გამხმოვანებელია, როგორიც სააკაშვილის ფსევდო ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიNCDC – დიდ თავშეყრას მოსახლეობამ თავი უნდა აარიდოს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – მონახაზი, რომელსაც მედიატორი შემოგვთავაზებს, იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის წარმოდგენილი კარგი სამოქმედო გეგმა