ნატოსთან ერთად შავ ზღვაზე რუსებმაც ჩაატარეს წვრთნები

რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაზე ნატოს წვრთნების ფონზე საკუთარი სწავლებები გამართეს – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისიტრომ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წვრთნებში მონაწლეობას იღებდნენ А-50-ები. ისინი ჰაერში ხუთი საათის მანძილზე იყვნენ, ამ ხნის მანძილზე მათ თითქმის 20-ჯერ შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალებები. სულ სწავლებებში 50 თვითმფრინავი და ვეტმფრენი იღებდა მონაწილეობას. გარდა ამისა, ჩართული იყვნენ გემები და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ები.

8 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, რომ ის შავ ზღვაზე მიმდინარე ნატოს სწავლებებს გააკონტროლებს. ალიანსის წვრთნები “საზღვაო ფარი” 8 აპრილს დაიწყო და მასში მონაწლეობენ ამერიკელი, ბერძენი, ბულგარელი, კანადელი, ჰოლანდიელი, რუმინელი და თურქი სამხედროები. გარდა ამისა, ჩართული არიან ქართველი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები

banner
წინა სტატიაშიიტალიაში სასამართლო დაიწყება მერზე, რომელიც 20 წლის მანძილზე მიგრანტებს ასახლებდა ქალაქში
შემდეგი სტატიალიბიის დედაქალაქის აღებისთვის საუდის არაბეთმა ფული გადაიხადა