იტალიაში სასამართლო დაიწყება მერზე, რომელიც 20 წლის მანძილზე მიგრანტებს ასახლებდა ქალაქში

იტალიაში 11 ივნისს ჩაინიშნა სასამართლო განხილვა პატარა ქალაქ რიაჩეს მერის საქმეზე, რომელიც ოცი წლის მანძილზე იღებდა მიგრანტებს. დღეს მოსამართლემ ოფიციალურად წაუყენა დომინიკო ლუჩანოს ბრალი. “ეს უბრალოდ, გაუგონარია” – თქვა მისმა ადვოკატმა ლორენცო ტრუკომ.

რიაჩე მიგრანტების ინტეგრაციის მოდელად ითვლებოდა წლების მანძილზე. მცირერიცხოვან ქალაქში ლუჩანო მიტოვებულ სახლებს სთავაზობდა მიგრანტებს და მათ სწავლაში უწყობდა ხელს, რომ ქალაქში ცხოვრება აღორძინებულიყო.
ლუჩანომ აღნიშნული სისტემის განხორციელება 1998 წელს დაიწყო. მას შემდეგ ასობით მიგრანტი დასახლდა ქალაქში, სადაც სულ 2 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა.

პროგრამის წარმატებას მსოფლიოში მიესალმნენ, როგორც ინტეგრაციის მოდელს. ლუჩანო კი, 2016 წელს მსოფლიოში 50 საუკეთესო ლიდერთა შორის დასახელდა.
2018 წელს მერი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის თავდაცვის სამინისტრო სამ ახალ სამთავრობო თვთმფრინავს შეიძენს
შემდეგი სტატიანატოსთან ერთად შავ ზღვაზე რუსებმაც ჩაატარეს წვრთნები