ნატო-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნეა – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება, გაანადგუროს ნატო-ს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იარაღს ან სხვა აღჭურვილობას ჩაიტანს.

„ნატო-ს ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ან აღჭურვილობით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნედ განვიხილავთ“, – აღნიშნა შოიგუმ.

მისი თქმით, ნატო და მისი მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაპუტინს რუსეთის მთავრობა და სახელმწიფო სათათბირო ომის შესახებ არ გაუფრთხილებია – მედია