ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ბულგარეთს დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში დახმარებას სთხოვს
შემდეგი სტატიანატო-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნეა – შოიგუ