პუტინს რუსეთის მთავრობა და სახელმწიფო სათათბირო ომის შესახებ არ გაუფრთხილებია – მედია

რუსეთის მთავრობის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების უმეტესობამ არ იცოდა ვლადიმერ პუტინის გეგმების შესახებ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ, მაღალჩინოსნებს არ ჰქონდათ ამ საქმის სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ მედია „პროექტი“ წერს.

„მთავრობისა და კრემლის უმეტესობამ არაფერი იცოდა პრეზიდენტის გეგმების შესახებ სრულფასოვანი სამხედრო ოპერაციების დაწყებაზე და მაღალჩინოსნებსაც კი არ ჰქონდათ დრო სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის – მაგალითად, ეკონომიკაში ან პროპაგანდაში. გარდა ამისა, ბევრს გაუკვირდა მეზობელ სახელმწიფოსთან ომის იდეა“, – წერს მედია.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო სათათბიროს ის დეპუტატები, რომლებმაც წლის დასაწყისში ხელმძღვანელობის დავალებით ხელი მოაწერეს პუტინს მიმართვას დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნის შესახებ, თავს განსაკუთრებით სულელურად გრძნობდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს ომის წინამორბედი იქნებოდა.

banner
წინა სტატიაშინატო-ს ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღით ქვეყანაში ჩავა, განადგურების ლეგიტიმურ სამიზნეა – შოიგუ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალი კიდევ 4 პირს წარუდგინა