ნათია მეზვრიშვილი “თიბისი ბანკზე” კიბერშეტევის საქმეზე – ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები და დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს

ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ შეფასებები, თითქოს გამოძიება გაჭიანურებულია. ეს არ გახლავთ რიგითი საქმე, საკმაოდ კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებია ამ საქმეზე ჩასატარებელი. არაერთხელ ვთქვით, რომ ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები და დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, გვექნება ექსპერტიზის პასუხები, საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ,” – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კითხვაზე: არიან თუ არა აღნიშნულ საქმეზე დაკითხულები, შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გამოკითხვაც და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარებულია.

banner
წინა სტატიაშიე.წ. რელიგიური ორგანიზაციები ფაქტობრივად მავნებლობენ და გაწვევას მთლიანად აგდებენ
შემდეგი სტატიაეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ