ე.წ. რელიგიური ორგანიზაციები ფაქტობრივად მავნებლობენ და გაწვევას მთლიანად აგდებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 18, 2019 15:14

ე.წ. რელიგიური ორგანიზაციები ფაქტობრივად მავნებლობენ და გაწვევას მთლიანად აგდებენ

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს ურჩევს, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს გაეცნონ და შემდეგ გააკეთონ შეფასებები. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი დისკრიმინაციული არ არის.

„ვურჩევ ჩემს ყველა ოპონენტს, ჯერ კანონპროექტს გაეცნონ. კეთდება განცხადებები, მათ შორის ხორციელდება ჩეზე თავდასხმები, თითქოს, დისკრიმინაციული კანონი შემაქვს, არამც და არამც. ჩემი ინიციატივით ვაუქმებ შეღავათს, რომელიც ეხება ყველა მღვდელმსახურს, ხაზს ვუსვამ, ყველას. საქმე იმაშია, რომ ე.წ. რელიგიური ორგანიზაციები მიზანმიმართულად სარგებლობენ ამ მუხლით, ფაქტობრივად მავნებლობენ და გაწვევას მთლიანად აგდებენ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, შესაბამისად, კანონის აღნიშნული მუხლი გასაუქმებელია და ყველა, ვისაც ჯარში წასვლა არ სურს, არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში უნდა წავიდეს.

„რაც შეეხება მართლმადიდებლებთან მიდგომას, ეს საკითხი რეგულირებულია კონკორდატით. ამ ჩანაწერის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ და თუ ვინმეს არ მოსწონს, თავის დროზე ამოეღო ხმა, როცა კონკორდატთან მიმართებაში იყო მსჯელობა. დღეს ამ მუხლს რომ ვაუქმებ, ჩემი ინიციატივაა, ყველას ეხებოდეს და თუ სხვა ნორმა იცავს, კეთილი ინებონ და ჩემთან ნუ ექნებათ პრეტენზიები, ჰქონდეთ კონკორდატთან“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება.

აღნიშნული ინიციატივა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტი უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებულია. „რელიგიური მიზნით დისკრიმინაცია არის ყოვლად მიუღებელი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 18, 2019 15:14

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics