ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური ფეისბუქ-პოსტი

როსტო და ნანუკა“აღმკვეთი პატიმრობა. არ გაუმართლათ ბიჭებს. მოეყვანათ ცოლად შსს-ს მინისტრის მოადგილის გამეზარდაშვილის და , რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობა სუბოტექსით დააკავეს და გამოუშვეს:)
თან სასამართლომ თქვა, კი, ლაშა კურტანიძის კვალი ნაპოვნ ნარკოტზე არ დასტურდებაო, მაგრამ მაინც პატიმრობაო. ეგაა რა, გამეზარდაშვილის და უნდა მოეყვანათ ცოლად:)”-ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობის შეფარდების ფაქტს.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშილევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი კოლხური ბზის პრობლემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს