გიგლა აგულაშვილი კოლხური ბზის პრობლემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

gigla agulashviliდიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაქვეყნებ მცირე ინფორმაციას კოლხური ბზის პრობლემასთან დაკავშირებით.
ბზის ხმობა საქართველოში 2011-12 წლებში გამოვლინდა და პირველი კერები კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებში იყო.
2014 წელს IUCN-ის დახმარებით შესწავლილ იქნა მტირალს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული კორომები და გამოვლინდა, რომ ხმობის გამომწვევი მიზეზი იყო სოკოვანი დაავადება, მოგვიანებით მას მეცნიერემა “ბზის სიდამწვრე” უწოდეს.
დაავადება სწრაფად გავრცელდა სხვა რეგიონებშიც და მას გასულ წელს მავნე მწერი – ბზის ალურა დაემატა.
მტირალას პარკში ხმობის გამოვლენის შემდეგ ორი ობიექტური მიზეზი იყო უმოქმედობის:
1) კანონი კრძალავს დაცულ ტერიტორიებზე რაიმე სახის ხელოვნურ ჩარევას და
2) გამოსაყენებლად საჭირო საშუალებების/პრეპარატების შესახებ მეცნიერები ვერ იძლეოდნენ რეკომენდაციებს
2013 წელს სამინისტრომ უფრო ორგანიზებულად დაიწყო მუშაობა ამ პროლემის დასაძლევად. ჩატარებული კვლევებისა და შესწავლის საფუძველზე გასულ წელს მომზადდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა.
2013-2014 წლებში, სანამ მეცნიერები აზუსტებდნენ გამოსაყენებელ ბიოლოგიურ და ქიმიურ საშუალებებს ჩვენ შევაგროვეთ თესლი ჯანსაღი კორომებიდან, შევქმენით თესლის ბანკი და ასევე დავიწყეთ დაკალმება.
წელს გაცილებით მასშტაბური ღონისძიებები დავიწყეთ:
1) ზაფხულის პერიოდში დაზიანებული ფართობები ბიოლოგიური საშუალებით რამდენიმეჯერ დამუშავდება (აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო სვანეთი, იმერეთი)
2) დავტესტავთ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებას და მეთოდებს
3) დამატებით შეგროვდება თესლი თესლის ბანკისთვის
4) ზუგდიდში, სოფელ რუხში მოეწყობა საბაზისო სანერგე, სადაც ყოველწლიურად 60 000-ზე მეტი ბზის ნერგს გამოვიყვანთ.
მთელ ამ პროცესს მონიტორინგი გაუწევენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ვაკვირდებით ჯანსაღად შემორჩენილ კორომებსაც.
მნიშვნელოვანია, რომ:
1. შევძელით შეგვემცირებინა ბზის უკანონოდ მოპოვება ბზობის დღესასწაულის წინ
2. პრობლემის გადაჭრის პროცესში ჩაგვერთო ბევრი უწყება, მოსახლეობის დიდი ნაწილი და სამეცნიერო სექტორი.

გარემოს და ბუნებრივი დაცვის  მინისტრი გიგლა აგულაშვილი

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური ფეისბუქ-პოსტი
შემდეგი სტატიაპუტინი ბაქოში სასწრაფოდ გასაფრენად ემზადება