ნადეჟდა სავჩენკოს სოლიდარობისადმი მოწოდებას ქართველი დეპუტატებიც შეურთდნენ

ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ფეხზე ადგომით და წარწერით  – „თავისუფლება სავჩენკოს“  – უკრაინელი მფრინავის პატიმრობა გააპროტესტეს.

როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება, დეპუტატებს ამ  თხოვნით უკრაინელმა კოლეგამ, ოლენა სოტკინმა მიმართა.

„ნაეჟდა სავჩენკო ჩვენი მეგობარია. ის რუსეთის ფედერაციას უკანონოდ ჰყავს დაკავებული.  მან 12 დღის წინ გამოაცხადა მშრალი შიმშილობა. ექიმები აცხადებენ, რომ ის ვერ იცოცხლებს დიდხანს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,  მოვითხოვოთ მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება, მოვუწოდოთ მსოფლიოს, მოახდინოს რეაგირება არა ხვალ და ზეგ, არამედ –  დღეს. მოგიწოდებთ ყველას, ადგეთ ფეხზე და ამ მოწოდებას შეუერთდეთ “ – განაცხადა სესიაზე უკრაინელმა დეპუტატმა.

დეპუტატის მოწოდებას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებიც შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი ექსპერტები: საქართველო რუსეთისთვის ადვილი სამიზნეა
შემდეგი სტატია“მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მსჯელობს, არაფერი მსმენია”