“მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მსჯელობს, არაფერი მსმენია”

ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ვიზალიბერალიზაციის თემაზე საქართველოს საკითხი თურქეთისა და უკრაინის საკითხს მიებას.

როგორც ჯაფარიძემ ქართველი ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, არაფერის სმენია მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის ახალ შეთავაზებაზე მუშაობს.

„გერმანული გამოცემა ძირითადად ეყრდნობა წყაროს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ამგავარ მოსაზრებაზე, თითქოს ევროკავშირი მსჯელობს, რომ კიდევ ახალი შეთავაზება გაუკეთონ საქართველოს, არაფერი მსმენია. გერმანული გამოცემის ინფორმაცია რჩება მხოლოდ ინფორმაციად, რომელსაც ყოველდღიურად ავრცელებენ გაზეთები“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ყველაფერი გაირკვევა მიმდინარე კვირაში, როდესაც ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა გაიმართება.

გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, შეიტანოს პუნქტი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკოს სოლიდარობისადმი მოწოდებას ქართველი დეპუტატებიც შეურთდნენ
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს