„ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იგივე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე – კობახიძე

„ნაციონალები“ თავისი ტელევიზიებით, „ენჯეოებით“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იგივე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ამ ჟრიალის უკან მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები დგას“.

„ეს ადამიანები – „ნაციონალები“ თავისი ტელევიზიებით, თავისი „ენჯეოებით“ და ა.შ. ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იგივე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? იმიტომ, რომ ეს ჟრიალი ხელოვნურია. ბუბა კიკაბიძის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას, არაფერ შუაშია აქ კიკაბიძე, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე შესრულდა „თბილისო“ რუსულ ენაზე. სალომე სამადაშვილს თუ აჟრიალებს ყველაფერ რუსულზე, რატომ არ ავარდა მაშინ სცენაზე. არ აჟრიალებს, ხელოვნურია ეს ჟრიალი. სინამდვილეში არის პოლიტიკური ინტერესი. იმიტომ არ აჟრიალებთ რუსულ სიმღერაზე, „თბილისო“ რომ შესრულდება რუსულად არ აჟრიალებთ, ხოშტარია რომ იღებს რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან, არ აჟრიალებთ, რადგან ეს ჟრიალი არის ხელოვნური. ამ ჟრიალის უკან მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები დგას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა – ოდიშარია
შემდეგი სტატიამელია უთავმოყვარეო კაცია, არჩევნებს ხაბეიშვილთან რომ წააგებ და მაინც პარტიაში რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს – კობახიძე