ნიკა მელია- ივანიშვილი ბუნკერს თხრის

როდესაც სახლებში გვივარდებიან, თუნდაც გვისაფრდებიან, ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი – მელია – პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია ხალხს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

მელიას თქმით, ივანშვილი ძალიან არის შეშინებული და “შეიძლება, ბუნკერსაც თხრის საკუთარ სახლში”

ივანიშვილი, როგორც არასოდეს არის სუსტი და ამით არის განპირობებული ის არანორმალური ქცევა, რომლითაც ხასიათდება მისი წარმომადგენლები. როდესაც შენ გეშინია და უკვე ვეღარც უშვებ იმის ალბათობას, რომ ხელისუფლება შეინარჩუნო, დგახარ ასლან აბაშიძის გზაზე. ჩვენ რა პასუხი უნდა გავცეთ, როდესაც სახლებში გვივარდებიან, თუნდაც გვისაფრდებიან, ყველამ ერთად სახლად უნდა ვაქციოთ რუსთაველის გამზირი და მთავარი მოედნები. ყველა უნდა გამოვიდეთ და რას იზამს ივანიშვილი? ვერაფერს. ის არის წყობიდან გამოსული. ის ცახცახებს, შეიძლება, ბუნკერსაც თხრის საკუთარ სახლში”, – ამბობს ნიკა მელია.

ტერორმა არ გაჭრა. ხალხი ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. ვინც უარს ამბობს საქართველოს გარუსებაზე, ვინც უარს ამბობს რუსულ კანონზე, ვინც უარს ამბობს ტერორზე, ვინც უარს ამბობს ავტოკრატიაზე, ყველა ხვალ შვიდ საათზე, თბილისში იკრიბება. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი და პირველი რესპუბლიკის მოედანი – ამ სამ ლოკაციაზე საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსველობით შეუერთდებიან რიყეზე ევროპის მოედანზე აქციას, საიდანაც საქართველომ საკუთარი ხმა მსოფლიოს უნდა გააგონოს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ-ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაგირჩი ტივის თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი გამოკითხვაზეა გადაყვანილი