„ნაცმოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა – ოდიშარია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს – რათა ორი, მაშ რამდენი – ოთხი, მე უკვე ოთხი მყავს დათვლილი,“ – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება ბავშვობის თამაშს მახსენებს – რათა ორი, მაშ რამდენი – ოთხი, მე უკვე ოთხი მყავს დათვლილი მაგალითად, აგერ ერთი კაცი სალაშქროდ გაემგზავრა წალენჯიხაში თავისი მომხრეების დასაცავად, მეორე, რომელიც მიშა სააკაშვილის ორპალატიანი ლუქსიდან დახსნას აპირებდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა, მელიას ბანაკი აქვს დაცემული ცალკე, ხაბეიშვილს მგონი საერთოდ არეული აქვს ორიენტაცია, ვის ებრძვის, რას ებრძვის და იმხელა ოფისში მარტოა დარჩენილი. ეს დაპირისპირება აღარ არის, ეს არის კომედიური ჟანრის წარმოდგენა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიწინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს ან ჩვენი ხალხის ღირსებას – კობახიძე
შემდეგი სტატია„ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იგივე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე – კობახიძე