მელია უთავმოყვარეო კაცია, არჩევნებს ხაბეიშვილთან რომ წააგებ და მაინც პარტიაში რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს – კობახიძე

მელია უთავმოყვარეო კაცია, ხაბეიშვილთან წააგო. ამის უკან კეზერაშვილი იყო, მაგრამ არჩევნებს ხაბეიშვილთან რომ წააგებ და იმ პარტიაში მაინც რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უთანხმოება პარტიას ასუსტებს და ეს კარგია.

„ძალიან კარგია, როცა ეს კინკლაობა არის მელიასა და ხაბეიშვილს შორის, ბელადებს თუ მეგობრებს შორის. ეს „ნაცმოძრაობას“ უფრო დაასუსტებს, 20 პროცენტზე ნაკლებია მათი რეიტინგი. ბუნებრივია, რეიტინგის ვარდნა ამ კინკლაობაზეც არის დამოკიდებული. მთავარია, რეიტინგი შეუმცირდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობაში“ არის არაფორმალური მმართველობა. კეზერაშვილის ოლოგარქიული გავლენაა. პოლიტიკაში დეოლიგარქიზაცია გვჭირდება. კარგი არ არის, როცა კეზერაშვილს ოლიგარქიული გავლენები აქვს ოპოზიციაზე, თუმცა კეზერაშვილს მარტივად მოერევა „ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება, ამ ოლიგარქებს არავითარი წარმატება არ ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალები“ ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა რატომღაც იგივე „ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ხოშტარიას მიერ რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე – კობახიძე
შემდეგი სტატიავილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისგან უკრაინა ელოდება უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში წევრობამდე პერიოდისთვის და არა, როგორც წევრობის ალტერნატივას – პერებიინისი