“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ინფორმაციით, პოლიციამ სახლიდან გაიყვანა გირჩი ტვ-ს თანამშრომელი გიორგი მოსიაშვილი და უცნობია მისი ადგილსამყოფელი:
“პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი
არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიან
ერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია”- წერს ზურა ჯაფარიძე