უნდა გადავეჩვიოთ ამ ჩია კაცის ნდობას, ეს პატარა ტირანი უნდა დამთავრდეს – დომენიკ მანგო ხალხს ხვალ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მსოფლიოს ისტორიაში, არცერთ ოლიგარქს არ გადაუბარებია ხელისუფლება თავისი ნებით, ამიტომ ამბობს, რომ ახლა სამოქალაქო საზოგადოებას მოქმედებაა საჭირო.
ყოველ დილას ვიღვიძებთ ამ ქვეყანაში და ტელეეკრანებზე, სოციალურ ქსელებში ვხედავთ სისხლიან ადამიანებს. აქ სიტუაცია ასე დგას – ან ვიბრძვით ბოლომდე და ვიმარჯვებთ, ან არ ვიმარჯვებთ და 20-30 წელი ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ ამ ჩია კაცის ნდობას, იმიტომ, რომ ეს პატარა ტირანი უნდა დამთავრდეს ამ ქევაყანაში. ისტორიაში ვერ მოძებნით ოლიგარქს რომელიც თავისი ნებით ტოვებს ხელისუფლებას, ამიტომაც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს უძლეველი ჩია კაცის წინააღმდეგ “, – ამბობს დომენიკ მანგო.