მსოფლიო სირიის საკითხს განიხილავს

lavrovi keriრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჟენევაში ჩავიდა, საიდანაც ლოზანაში ჩავა შეხვედრაზე, რომელიც სირიის საკითხებს ეძღვნება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩევუშოღლუ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი, გაეროს სირიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა. ასევე, ელოდებიან საუდის არაბეთის, ეგვიპტის და კატარის წარმომადგენლებს.

დიალოგის მთავარი თემა სირიის ქალაქი ალეპო იქნება. აშშ და ევროპა დამასკოს და მოსკოვს ქალაქის ავიადაბომბვებში ადანაშაულებენ, რამაც დიდი ოდენობით მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე, გაანადგურა წყალსაკანალიზაციო სისტემები.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ახალგაზრდა წყვილი ტერორისტებთან კავშირის გამო დააკავეს
შემდეგი სტატია“ბოროტი ბიძიები, არჩევნების პირველი ტურის მერე დარბიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში”