საფრანგეთში ახალგაზრდა წყვილი ტერორისტებთან კავშირის გამო დააკავეს

3საფრანგეთში დააპატიმრეს ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც ბრალად “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი ედებათ – Reuters-ი სასამართლოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყვილი 11 ოქტომბერს პარიზთან, ქალაქ ნაუზი-ლე-სეკში დააპატიმრეს, თუმცა, მის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
გამოძიების ვერსიით, 21 წლის ეჭვმიტანილი და მისი 17 წლის ცოლი “ტელეგრამის” დაშიფრული მესენჯერით “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკთან რადიშ კასიმთან გადიოდნენ კავშირზე.
კასიმი საფრანგეთში ტერაქტების რამდენიმე მცდელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველების თქმით, ის ახლა სირია-ერაყის საზღვარზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიბაღდადის ტერაქტში 31 ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამსოფლიო სირიის საკითხს განიხილავს