“ბოროტი ბიძიები, არჩევნების პირველი ტურის მერე დარბიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში”

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, “ნაცმოძრაობას” საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

კალაძის განმარტებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, “ნაცმოძრაობა” ცდილობს არჩევნების მეორე ტურში დამატებითი ხმებისა და გამარჯვების მოპოვებას.

“ბოროტი ბიძიები, არჩევნების პირველი ტურის მერე დარბიან და ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის რეალური შესაძლებლობა გააჩნია “ქართულ ოცნებას”, ძალიან ცუდი და დიდი დანაშაულია.

მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროთ, ეს არის სიცრუე და ეს ყველაფერი კეთდება, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” დამატებით გამარჯვება მოაპოვებინონ, დამატებითი ხმები მიიღონ, ასე რომ, არ შეცდეთ, მეგობრებო”, – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ თავზე მოირგო და “ნაცმოძრაობაზე” უფრო დიდ უბედურებას კონსტიტუციასთან მიმართებით ვერავინ ვერ გააკეთებს.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 48,68% მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 27,11%.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო სირიის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიარუსეთმა ერთადერთი ავიამზიდი სირიის სანაპიროებში გადაისროლა