მოსკოვში ჯანმოს ოფისის დახურვას საქართველომ მხარი დაუჭირა

საქართველომ მხარი დაუჭირა მოსკოვში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციურ დაავადებათა ოფისის დახურვას. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნებმა, ასევე უკრაინამ, საქართველომ, მოლდოვამ, თურქეთმა და ისრაელმა., წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელარუსმა და ტაჯიკეთმა. სომხეთმა და ყაზახეთმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური სესია მისი წევრი 43 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს თხოვნის შედეგად ჩატარდა. დოკუმენტი ასევე შეიცავს რუსეთში სემინარების, კონფერენციების და სხვა სახის სხდომების ჩატარების შეჩერებას.

banner
წინა სტატიაშიხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება ამ რეგიონის მცხოვრებლებმა უნდა მიიღონ, ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ისეთივე, როგორიც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა – პესკოვი
შემდეგი სტატიაჯო ენის კლინიკიდან გაწერეს უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც გულის ოპერაცია ჩაუტარდა