ჯო ენის კლინიკიდან გაწერეს უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც გულის ოპერაცია ჩაუტარდა

უკრაინის მოქალაქე რვა თვის ბავშვი, რომელსაც ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გულის ოპერაცია გაუკეთდა, დღეს გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მედპერსონალმა, უკარაინასთან სოლიდარობის ნიშნად, პაციენტი ქართული და უკრაინული დროშებით გააცილა.

ოჯახი საქართველოში, ბათუმში ომამდე ჩამოვიდა და საბრძოლო მოქმედებების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლო. ოპერაცია, რომელიც მარტის თვეში კიევში ჰქონდათ დაგეგმილი, ომის გამო ვერ გაკეთდა და სამედიცინო მომსახურება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაეწიათ. პაციენტი ჰოსპიტალში ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა პოსტოპერაციულად. ხარჯები მთლიანად ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გაიღო.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ჯანმოს ოფისის დახურვას საქართველომ მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაპორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ