მოსკოვმა სირიაში ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის ბრალდებას უპასუხა

რუსეთის მიმართ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სირიაში ჰუმანიტარული კოლონა, ცარიელი სიტყვებია – კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“არ ვთვლი, რომ სწორი ან შესაძლებელი იქნება ცარიელ სიტყებზე აგებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა. მიმდინარე მომენტში, ამ ავიადარტყმებს ჩვენი სამხედროები ამოწმებენ და იმედს გამოვთქვამ, რომ ისინი კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ პირველადი წყაროებიდან რომ შესაბამისი განცხადება გააკეთონ” – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გაერომ სირიაში ყველა ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალეპოში ჰუმანიტარული ავტოკოლონა დაიბომბა.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, გადაწყვეტილება ეცნობა აშშ-ს და რუსეთს.
სირიის ანტისამთავრობო აქტივისტების თქმით. დარტყმა განახორციელეს სირიულმა ან რუსულმა თვითმფრინავებმა – “ბიბისი” წერს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სირიის წითელი ჯვრის წარმომადგენელი.
ალეპოში 31 სატვირთო მიემართებოდა, 18 მათგანი დაიბომბა. ჰუმანიტარული ტვირთი გაეროსა და სირიის ადგილობრივი წითელი ნახევარმთვარის მიერ იყო ორგანიზებული.

banner
წინა სტატიაშიავსტრია უნგრეთის საზღვარზე მავთულხლართებს აგებს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფოთში, „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო კამპნიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს