„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფოთში, „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო კამპნიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ფოთში, „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს ხედავს და აუდიტის სამსახურსა და მთავარ პროკურატურას საქმის შესწასვლას სთხოვს.

საქმე ეხება „ეროვნული ფორუმის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ ხარჩილავას „ახალგაზრდული ფრთის” განცხადებას, რომლითაც პარტია იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში (ექსკურსია, კარაოკე, ფოტოსესია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის რეგიონული კოორდინატორის არჩილ თოდუას თქმით, მათ დარეკეს განცხადებაში მითითებულ ნომერზე, სადაც დაუდასტურეს რომ აღნიშნული ღონისძიებებში იწვევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ოთარ ხარჩილავას წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ან მომავალში ჩაერთვებიან, ხარჯებს კი სრულად „ეროვნული ფორუმი” ფარავს.

მისი თქმით, რამდენიმე ასეთი ღონისძიება უკვე ჩატარდა.ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს.

„საარჩევნო კოდექსის” 47-ე მუხლის მიხედვით ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

banner
წინა სტატიაშიმოსკოვმა სირიაში ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის ბრალდებას უპასუხა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტია ხონის რაიონული ორგანიზაცია ოცდაათამდე წევრმა დატოვა