ავსტრია უნგრეთის საზღვარზე მავთულხლართებს აგებს

ავსტრიამ უნგრეთთან საზღვარის გამაგრება დაიწყო – მავთულხლართები 1,8 კგ-ის სიგრძეზე გაიჭიმება. იტყობინებიან, რომ ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები.
პოლიციის ინფორმაციით, შემოღობვა უახლოეს მომავალში დასრულდება, თუკი, ავსტრია მაინც გადაწყვეტს მიგრანტების მიმართ მკაცრი პოლიტიკა გაავრცელოს.
2015 წლის მანძილზე ავსტრიაში 90 ათასი მიგრანტი შევიდა უნგრეთიდან. უნგრეთის მთავრობა ინტენსიურად ებრძვის მიგრანტების ქვეყანაში შესვლას – მან უკვე ორი კედელი ააშენა მიგრანტების რიცხვის შესამცირებლად.
უნგრეთი არა ერთხელ გააკრიტიკა ევროკავშირმა. რამდენიმე დღის წინ, ოფიცლურმა ლუქსემბურგმა უნგრეთის ევროკავშირიდან დროებით ან სამუდამოდ გარიცხვა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი ბარონის ქალიშვილი ფილიპინებში ნარკოტიკების გამო მოკლეს
შემდეგი სტატიამოსკოვმა სირიაში ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის ბრალდებას უპასუხა