მყვინთავებმა ჩამოვარდნილი ინდონეზიური ბოინგის შავი ყუთი იპოვეს

მყვინთავებმა, რომლებიც ინდონეზიური Boeing 737 MAX 8-ის კატასტროფის ადგილზე მუშაობენ, ერთი შავი ყუთი უკვე იპოვეს – ადგილობრივი მთავრობა ავრცელებს. თვითმფრინავი 29 ოქტომბერს ჩამოვარდა – ჯაკარტაში აფრენიდან რამდენიმე წუთში. მის ბორტზე 198 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით, ნაპოვნი არ არის არც ერთი ცოცხალი ადამიანი.
MAX-ი მსოფლიოში პოპულარული Boeing 737-ის უახლესი მოდელია. ის ავიაკომპანიებს 2017 წლიდან მიეწოდებათ.
ადგილობრივმა Metro TV-მ აჩვენა, რომ თვითჩამწერს წყლიდან იღებენ და გემზე დებენ. ის თვითმფრინავის ფრაგმენტებთან იპოვეს ადგილზე, სადაც ზღვის სიღრმე 35 მეტრია. თვითჩამწერის შესწავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე საუბარი.

ავიაკომპანია Lion Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737 ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ის კუნძულ იავას მიდამოებში ჩავარდა ზღვაში. ინდონეზიის მთავრობის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი, ორი პილოტი და ხუთი ბორტგამცილებელი. ბორტზე, ასევე, იყო ინდონეზიის ფინანსთა სამინისტროს ოცი წარმომადგენელი.
სამაშველო ოპერაცია კატასტროფიდან რამდენიმე წუთში დაიწყო. ვრცელდება, რომ მფრინავმა აფრენიდან მალევე ჯაკარტის აეროპორტში დაშვების უფლება ითხოვა.

banner
წინა სტატიაშიGoogle-ში სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს სამიგრაციო პაქტი არ მიიღო