ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს სამიგრაციო პაქტი არ მიიღო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა უარი თქვა გაეროს მიგრაციულ შეთანხმებაზე. “მე არ მომწონს ეს პაქტი” – განაცხადა მან 1 ნოემბერს ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას. ბაბიში აპირებს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ავსტრიული და უნგრული მოდელი შესთავაზოს, რომლებმაც უარი თქვეს შეთანხმებაში მონაწილეობაზე. ჩეხეთის გარდა ვერავინ გადაწყვეტს “ქვეყანაში ვინ იცხოვრებს და იმუშავებს” – დაამატა პრემიერმა.
სექტემბერში სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარემ, ჩეხეთის შს მინისტრმა იან ჰამაჩეკმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც გაერომ წარადგინა.

იგეგმება, რომ გაეროს მიერ ინიცირებულ პირველ “მსოფლიო პაქტს უსაფრთხო, მოწესრიგებულ და რეგულალურ მიგრაციაზე” 2018 წლის დეკემბერში მიიღებენ. ის შეიცავს რამდენიმე დირექტივას და 20-მდე კონკრეტულ ზომას, რომელთაც იურიდიული ძალა არ გააჩნია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიმყვინთავებმა ჩამოვარდნილი ინდონეზიური ბოინგის შავი ყუთი იპოვეს
შემდეგი სტატიასენცოვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა