Google-ში სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავენ

google-ის თანამშრომლებმა მასშტაბური აქცია დაგეგმეს, ისინი ქალთა უფლებების ეფექტურ დაცვას ითხოვენ და მოითხოვენ სექსუალური შევიწროვების საქმეების განხილვის პროცედურების გამჭვირვალობას. კერძოდ, ისინი მოითხოვენ კონფლიქტური სიტუაციის იძულებითი მოგვარების პროცედურის მოხსნას, რაც მსხვერპლს საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს მიმართოს.
Google-ის თანამშრომლები ხვალ, 11.00 საათზე საკუთარ მაგიდებზე დატოვებენ ქაღალდს წარწერით: “მე სამუშაო მაგიდასთან არ ვარ, იმიტომ, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად პროტესტს ვაცხადებ სექსუალური შევიწროვების, არასათანადო მოქცევის და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც სამუშაო ადგილზე უკულტურობად ითვლება”.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სინდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ მხარს უჭერს თანამშრომლების პროტესტის უფლებას.

რამდენიმე ხნის წინ კომპანია Google-მა გაავრცელა ინფორმაცია ,რომ უკანასკნელი ორი წლის მანძილზე 48 ადამიანი დაითხოვა სამსახურიდან, მათ შორის, 13 უფროსი მენეჯერი. მათ ბრალი სექსუალურ შევიწროვებაში ედებოდათ. წერილში, რომელიც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სინდარ პიჩაიმ თანამშრომლებს მიწერა, ნათქვამია, რომ Google ამკაცრებს საკუთარი თანამშრომლების უკადრის საქციელზე რეაქციას, რადგანაც კომპანიაში უმაღლეს დონეზე აყენებენ თანამშრომლების უსაფრთხოებას.
წერილი New York Times-ის საპასუხოდ გავრცელდა, რომელიც წერდა, რომ ოპერაციული სისტემა Android-ის შემქმნელმა ენდი რუბინმა 90 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო იმის მიუხედავად, რომ მას სექსუალური ხასიათის არა ერთი ბრალდება წაუყენეს.
რუბინის წარმომადგენელმა, რომელმაც კომპანია 2014 წელს დატოვა, ამბობს, რომ გამომგონებელი მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს ნატოში შესვლის გამო კოლოსალური სამხედრო ხარჯებისთვის ემზადება
შემდეგი სტატიამყვინთავებმა ჩამოვარდნილი ინდონეზიური ბოინგის შავი ყუთი იპოვეს