მიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა

მიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი ყვიროდა “ალაჰ აკბარ”. გამოცემა Süddeutsche Zeitung წერს, აღნიშნული ინფორმაცია სამართალდამცველებმა დაადასტურეს.

თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც წარსულში სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემა არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაში“თუ “ოცნება” “რესპუბლიკელების” სატელიტი გახდება, თვითონ გავემიჯნები, რად მინდა გარიცხვა”
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ბიძინა ივანიშვილის პროდასავლური ორიენტაცია გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიმაჩნია