“თუ “ოცნება” “რესპუბლიკელების” სატელიტი გახდება, თვითონ გავემიჯნები, რად მინდა გარიცხვა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” “რესპუბლიკელებისა” და “ნაციონალების” სატელიტი გახდება, მაშინ ის სხვა ჯგუფთან ერთად იყრის კენჭს და “ოცნებას” გაემიჯნება.

მეჭიაურის თქმით, მან იცის რომ სადღაც, რაღაც ფორმით უნდა იყაროს კენჭი, მაგრამ ჯერ დაზუსტებული არ აქვს – რა ფორმით.

“თუ რეალურად, “ოცნება” იქნება ამსახველი იმ განწყობებისა, რაც მოსახლეობაშია, ყველაზე უკეთესი ვარიანტი ჩემთვის ესაა, მაგრამ თუ შევხედავ, რომ ეს პარტია ხდება სატელიტი “რესპუბლიკების” და ფაქტობრიბვად, “ნაციონალების”, საერთოდ არ მჭირდება ასეთი პარტია, მე თვითონ გავემიჯნები, რად მინდა გარიცხვა”,- განაცხადა მეჭიაურმა “პირველ პრესკლუბში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პარტიის შექმნის დიდი ამბიცია არ აქვს.

“რესპუბლიკელ” დავით ბერძენიშვილის თქმით, პრემიერი კი არ უნდა ეფარებოდეს, ან ფორმალურად, ემიჯნებოდეს მეჭიაურს, არამედ მეჭიაური გარიცხული უნდა იყოს პარტია “ქართული ოცნებიდან”.

 

banner
წინა სტატიაშინატო: თუ შეკავების პოლიტიკამ არ იმოქმედა, ჩვენ მზად ვართ გავანადგუროთ რუსეთი
შემდეგი სტატიამიუნხენის რკინიგზის სადგურში დანით შეიარაღებული უცნობი პირი მგზავრებს თავს დაესხა