საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, როგორც მოქმედ, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პროდასავლური ორიენტაცია აქვთ, თუმცა დეპუტატის თქმით, მას “გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიაჩნია ეს ყველაფერი.”
“როგორც პრემიერს, ასევე ბატონ ბიძინასაც აქვს პროდასავლური ორიენტაცია. მიუხედავად ჩემი უღრმესი პატივისცემისა ამ პიროვნების მიმართ, მიმაჩნია, რომ ის გადაჭარბებულად ოპტიმისტურად უყურებს ამ ყველაფერს”,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან შეხვდრის დროს.