მიულერის მოხსენების შემდეგ სიტყვა კონგრესზეა

მას შემდეგ, რაც სპეცპროკურორ მიულერის მოხსენების რედაქტირებული ვერსია გამოქვეყნდა, ვაშინგტონში კონგრესი იმაზე მსჯელობს, თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი. წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატები მოხსენების სრული ვერსიის მიწოდებას ითხოვენ, სადაც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპსა და მისი ახლო წრეში რუსეთთან არანაირი შეთქმულება არ ყოფილა, ამასთანავე, არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი სიმართლეს მალავდა.

იუსტიციის სამინისტროდან ტრამპს რუსეთთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება. მაგრამ რა მოხდება კონგრესთან მიმართებაში, რომელსაც უფლებამოსილება აქვს გამოძიება აწარმოოს და იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. რესპუბლიკელებს, რომლებიც სენატს აკონტროლებენ, ამ ფურცლის გადაფურცვლა სურთ, დემოკრატებმა კი, რომლებიც წარმომადგენლობით პალატას აკონტროლებენ, ჯერ არ იციან რა იქნება მათი მომავალი ნაბიჯი – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ევროკავშირის ელჩი: ძალიან სამწუხაროა, რომ პანკისში კონფლიქტის ასეთი ესკალაცია მოხდა
შემდეგი სტატიასამეგრელოში 44 წლის მუშა ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და დაიღუპა