სამეგრელოში 44 წლის მუშა ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და დაიღუპა

სამეგრელოში უბედური შემთხვევა მოხდა – მუშა, რომელიც საამქროში მუშაბდა, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა მარტვილისი მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მოხდა. ტრაგედიის შედეგად 44 წლის მურთაზ კეკუტია გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრებმა ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადეს.

არსებული ინფორმაციით, საამქროში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები არ იყო დაცული.

საჯარო რეესტრის მიხედვით, საამქრო რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას შვილსა და მარტვილი მერის, ალექსანდრე გრიგალავას შვილს ეკუთვნით. უბედური შემთხვევის ადგილზე ექსპერტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

banner
წინა სტატიაშიმიულერის მოხსენების შემდეგ სიტყვა კონგრესზეა
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ