საქართველოში ევროკავშირის ელჩი: ძალიან სამწუხაროა, რომ პანკისში კონფლიქტის ასეთი ესკალაცია მოხდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 01:19

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: ძალიან სამწუხაროა, რომ პანკისში კონფლიქტის ასეთი ესკალაცია მოხდა

ძალიან სამწუხაროა, რომ პანკისში კონფლიქტის ასეთი ესკალაცია მოხდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვინც დაზარალდა და დაიჭრა. მოხარული ვარ, რომ ამ ეტაპზე საკითხი მეტ-ნაკლებად შეკავებულია. ეს ისეთი საკითხია, რომელიც მოლაპარაკების საკითხი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურის საკითხი მოლაპარაკებებს მოითხოვს“, – განაცხადა ჰარცელმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეწინააღმდეგება თუ არა ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ასოცირების ხელშეკრულებაში გაწერილ ნორმებს და ჰქონდა თუ არა მას ამ დოკუმენტის შესწავლის საშუალება, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონია საშუალება, ეს კონკრეტული საკითხი შეესწავლა.

„რაც შეეხება ევროკავშირის მიდგომას, მე ვიტყოდი, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესი. როცა საუბარია ჰიდროენერგიაზე და ევროკავშირის მიდგომაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიმპათია გვაქვს ამ საკითხის მიმართ, რადგან ეს არის ალტერნატიული ენერგია, წიაღისეული საწვავის ალტერნატივა, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭიროა, გაკეთდეს გარემოზე ზემოქმედების სრული შეფასება. საზოგადოებაზე ზემოქმედების შეფასებაა საჭირო და ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მიმართა თუ არა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წარმომადგენლობას საექსპერტო დახმარების თხოვნით ზოგადად ჰესებთან დაკავშირებით, ჰარცელმა განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებასთან რიგ საკითხებზე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, მათ შორის, ენერგიის საკითხებზე, მაგრამ რაც შეეხება ჰიდროელექტროენერგიას, მათი ძირითადი ყურადღება არსებული სადგურების აღდგენაზეა მიმართული.

„მაგალითად, ენგურჰესის. ჩვენი ინტერესი, ძირითადად, არის ამ ძველი სადგურების რესტავრაცია. ანუ, ჩვენი ყურადღება, ძირითადად, ამაზეა გამახვილებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეკითხვაზე, ექნება თუ არა მას რამე რჩევა ამ დილემურ ვითარებაში ხელისუფლებასთან, რადგან პანკისელები ითხოვენ, რომ გუშინდელი აქციების გამო არავინ დაისაჯოს, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით რამე შეფასების გაკეთება მისთვის ძალიან ნაადრევია.

„მე, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებ, რომ ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული და სათანადო დასკვნები იყოს მიღებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 01:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics