მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფოს ევროსასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ განცხადება „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე და თქვა, რომ საქმე არის ფალსიფიცირებული.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 5 დეკემბერს, როდესაც უკრაინელმა სამართალდამცველებმა ის დააკავეს, არა ერთი კანონდარღვევა დაფიქსირდა, რაც პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – პარლამენტს ამბიციური გეგმები აქვს
შემდეგი სტატიაპანკისის სპეცოპერაციისას ერთი პირის დაჭრის ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს