მიხეილ სააკაშვილი: გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, რომელიც მხარდამჭერებმა სამართალდამცველთა მანქანიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს, მხარდამჭერებს მიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავება „ბანდიტი პოროშენკოს და ქართველი ოლიგარქის პუტინთან“ შეთანხმებით“ განხორციელდა. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და არავის მიცემს უკრაინაში დემოკრატიის მოკვლის შესაძლებლობას.

„ჩვენ ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ უკრაინაში, ჩვენ თავად ვართ ევროპელი ხალხი. პოროშენკოს ბანდამ მისი დაკავება პუტინისა ქართველი ოლიგარქის დაკვეთით განახორციელა,“-განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს არ უყვართ უკრაინის ხელისუფლება.

„მათ არ უყვართ ეს ხელისუფლება. მთელი გზა უსაფრთხოების სამსახურის წევრები პოროშენკოს აკრიტიკებდნენ. ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ მილიონები ვართ, ძლიერები ვართ,”-აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნა პოროშენკოს იმპიჩმენტია.

„ჩემი ცხოვრება თქვენი ცხოვრებაა, ჩემს ცხოვრებას თქვენთან ვხედავ. მოვითხოვოთ უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერის შეურაცხყოფისთვის. გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან. მოგიწოდებთ ყველას შემოგვიერთდეთ, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა,”-განაცხადა „ახალ ძალთა“ ლიდერმა.

banner
წინა სტატიაში,,იური ლუცენკოს მიერ გამოქვეყნებული მასალები სასაცილო იქნებოდა, ამაზრზენი და უბადრუკი რომ არ იყოს”
შემდეგი სტატიასააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, რადა-ს შენობისკენ მიემართება