სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, რადა-ს შენობისკენ მიემართება

რამდენიმე წუთის წინ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მოახერხეს დაკავებული სააკაშვილის ავტომობილიდან გადმოყვანა და გათავისუფლება.

სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა და მოუწოდა, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ.
სააკაშვილი, მომხრეებთან ერთდ, რადას შენობისკენ დაიძრა, სადაც საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

როგორც სააკაშვილმა პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა, გამარჯვებისთვის არის დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევს უკრაინაშიც და საქართველოშიც. მისი თქმით, არ აპირებს ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არც საქართველოში.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებასა და უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა
შემდეგი სტატია,, ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე – მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკარაინელ ხალხთან ერთად”