,,იური ლუცენკოს მიერ გამოქვეყნებული მასალები სასაცილო იქნებოდა, ამაზრზენი და უბადრუკი რომ არ იყოს”

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

ყველაფრის მოლოდინი გვაქვს და არაფერს გამოვრიცხავთ, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, ელოდება თუ არა ის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას.

“არაფერს გამოვრიცხვთ, რა თქმა უნდა, რადგან ექსტრადაციის ეს გეგმა შეთანხმებულია ივანიშვილთან, როცა პოროშენკო აქ ჩამოვიდა. პოროშენკოს უნდა, რომ რაღაცნაირად სააკაშვილი მოიშოროს უკრაინიდან, რადგან ის ძალიან დიდ ტალღას კრებს, ეს იყო ბოლო წვეთი დამფრთხალი ოლიგარქისთვის, რომლისთვისაც მთავარი ფულია. აქ არაფერი ისეთი არ ხდება, რაც დაგვაბნევს, დაგვაშინებს. ვიცოდით რაც მოხდებოდა, მაგრამ ეს არის ჩვენი არჩეული გზა, სიმართლის და სიმტკიცის გზა. ეს რთული გზა აუცილებლად გასავლელია და აუცილებლად დამთავრდება მიშას გამარჯვებით”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილი დღეს აღმოსავლეთ ევროპაში მთავარი მებრძოლია ვლადიმერ პუტინის წინაღმდეგ და ოლიგარქიული რეჟიმების წინააღმდეგ.
ბარამიძის განცხადებით, სააკაშვილი დაჭერისთვისაც იყო მზად, თუმცა მისი გუნდი როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ბრძოლას აგრძელებს.
რაც შეეხება უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მიერ გამოქვეყნებულ აუდიო მასალებს, გიორგი ბარამიძის შეფასებით, “ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ამაზრზენი და უბადრუკი რომ არ იყოს”.

“ეს ყველაფერიდან ჩანს, რომ მიშას წინააღმდეგ არაფერი აქვთ. მიშას მხარეს არის სიმართლე. მიშას ვერ გააჩერებენ. ეს ბრძოლა იოლი არ არის, თუმცა ყველა მზად ვართ და პირველ რიგში მიშა”, – აღნიშნა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა მანქანიდან გამოიყვანეს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა