მეუფე სტეფანე დეკანოზ მამალაძეზე: თუ ადამიანი ცუდად არის და შეიძლება გამოშვებული იქნას, წინააღმდეგი არ ვიქნები

აპირებს თუ არა სინოდი, კიდევ ერთხელ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე – მედიის კითხვებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე პასუხობს და ამბობს, რომ საკითხზე სინოდის სხვა წევრებთან დაკონტაქტების ინიციატორი არ იქნება, რადგან ეს მას არ ეხება. 

“ჩემთან არ არის სწორი ამ კითხვით მომართვა. თუ ადამიანი ცუდად არის და შეიძლება გამოშვებული იქნას, წინააღმდეგი არ ვიქნები…სინოდის სხვა წევრებთან დაკონტაქტების ინიციატორი არ ვიქნები, რაც მე მეხება და ჩემს ეპარქიას იქ ვარ ინიციატორი, სხვა საკითხებში ჩემი აზრი მაქვს, გამოვქთვამ ან დადებითს ან უარყოფითს. ჩემი არგუმენტი არაფერი იქნება.”- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე, მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან, კლინიკა “ვივამედში” გუშინ გადაიყვანეს.

 

 

ავტორები: აკო ქიქავა, გვანცა სანაია

banner
წინა სტატიაშიგელათის მთავარი ტაძარი მეორე დღეა ბოქლომით არის დაკეტილი
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ შეიძლება ხელი შეუშალო წირვას