გელათის მთავარი ტაძარი მეორე დღეა ბოქლომით არის დაკეტილი

გელათის მთავარი ტაძარი მეორე დღეა ბოქლომით არის დაკეტილი.

მონასტრის სტიქაროსანი ამბობს, რომ ტაძარი შიდა გამაგრებითი სამუშაოების გამო არის დაკეტილი. თუმცა, ადგილზე ამ დროისთვის არავინ მუშაობს. ამიტომ აქტივისტები ამბობენ, რომ კულტურის სამინისტრომ გელათი ფრესკების რთული მდგომარეობის დასამალად დაკეტა.

აქტივისტები კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ გამოქვეყნდეს ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორია სინამდვილეში მდგომარეობა ტაძრის შიგნით.

“მიმდინარე რთული და პოლიტიკური პროცესი ამ შემთხვევაშიც გამოყენებულია იმპროვიზაციებისთვის გელათში, წულუკიანმა… ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დახურული იყო პროცესი და ინფორმაციები არ გამოდიოდა თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს იქ, [წულუკიანმა] ამჯერად პირდაპირი მნიშვნელობით გადაკეტა გელათის ძირითადი ტაძარი, ბოქლომი დაადო და გასაღები ჩაიდო ჯიბეში” , – ამბობს ამბობს ევროპა “ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი

აქტივისტების თქმით, გელათის ფრესკები გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაშია ვიდრე ზაფხულში. აქტივისტები ამბობენ, რომ ფრესკების დაზიანების გამო, გელათის იატაკი ფერწერული ფენით არის მოფენილი.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გელათის დაკეტვის შესახებ კულტურის სამინისტროს ტურისტული კომპანიებისთვის და გიდებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია, არ გამოვრიცხავ
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე დეკანოზ მამალაძეზე: თუ ადამიანი ცუდად არის და შეიძლება გამოშვებული იქნას, წინააღმდეგი არ ვიქნები