მეუფე სტეფანე: პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ შეიძლება ხელი შეუშალო წირვას

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ კიდევ არაერთხელ შეხვდება იმ ადამიანებს, რომლებიც “განაწყენებულები” არიან, თუ მოსმენის დროს “წივილ-კივილი არ იქნება”.

მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიაში, გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მედიის კითხვაზე, რატომ დგას ამ დრომდე პოლიცია სალხინოს შესასვლელთან და რატომ არ უშვებენ მონასტერში მრევლის ნაწილს, უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს:

“ვინც ჩხუბობს არ შეუშვებენ, რადგან წმინდა ადგილზე ჩხუბი და აყალ-მაყალი არ შეიძლება, იმას მრევლი არ ჰქვია.  ვისაც წირვაზე უნდა დასწრება, არავის არ აქვს პრობლემა. ვინც დაიწყებს არევ-დარევას, პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ შეიძლება ხელი შეუშალო წირვას.

არის ძალები, რომლებიც არ არის მრევლიდან, მრევლის სახე არ აქვს იმ ძალებს, რომლებიც მოქმედებენ არევ-დარევისთვის. მრევლისგან თავს არავინ იცავს, ვისაც უნდა მოდის და ლოცულობს. ისიც ვინც განაწყენებულია, იმათ რამდენჯერ შევხვედრილვარ და შევხვდები. წესიერად მოსმენა იყოს დ საუბრის დროს არ იყოს წივილ-კივილი.”-  თქვა მეუფე სტეფანემ.

 

 

 

 

 

ავტორები: აკო ქიქავა, გვანცა სანაია

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე დეკანოზ მამალაძეზე: თუ ადამიანი ცუდად არის და შეიძლება გამოშვებული იქნას, წინააღმდეგი არ ვიქნები
შემდეგი სტატიაSOS!!!…კლინიკა წითელი ზონა გახდა…