მეუფე ნიკოლოზი: თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა

“თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა. ისეთი გაცვეთილია და ისეთი დატვირთვა აქვს, რომ არ ვიცი. ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვდივარ ახალქალაქიდან იმ დანგრეულ გზებზე, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე”-ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა.

რაც შეეხება ტელეფონს, რომელიც მაჩუქეს, რასაც ამბავი მოჰყვა. რა ვქნა ახლა, მე ეს ტელეფონი გავყიდო და გლახაკებს დავურიგო ფული? რატომ არ გაიყიდა ეს და რატომ არ დაურიგდა ეს ფული გლახაკებს, ამაზეა საუბარი?

მე რაც შემიძლია, ყველას ვეხმარები, ვერავინ ვერ იტყვის, რომ დახმარება ვთხოვე და არ დამეხმარაო. რაც შეეხება ამ ტელეფონს, მე პირობა დავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისთან პირობა არ მაქ დასადები და რამდენიმე კარგი ფილმი გადავიღე ამ ტელეფონით, ამასაც აქვს მნიშვნელობა, როგორც ამბობენ,”-აღნიშნა მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილი შანტაჟისა და საბოტაჟის რეჟიმშია
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: ვაქცინა თხევადი ჩიპი არ არის გავიკეთებ, აბა, რას ვიზამ?