მეუფე ნიკოლოზი: ვაქცინა თხევადი ჩიპი არ არის გავიკეთებ, აბა, რას ვიზამ?

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ვაქცინა თხევადი ჩიპი არ არის.

“საპატრიარქოს პოზიციას ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ არის ჩამოყალიბებული. ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ვაქცინაცია რას ნიშნავს, მე უფრო მეტი შეკითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი.

ჩვენ არ ვართ დარგის სპეციალისტები, მათ უნდა მოვუსმინოთ და თუ დავინახავთ, რაიმე რელიგიური ტიპის საფრთხეს, როდესაც ვაქცინა შემოვა და დღის წესრიგში დადგება. მე ვესაუბრე სპეციალისტებს, ლაპარაკია იმაზე, რომ არის ერთი ტიპის ვაქვინა, კოვიდი შეყავთ თვითონ, რომ ორგანიზმმა იმუნიტეტი გამოიმუშავოს, მერე ტიპის ვაქცინაა, რომელშიც საერთოდ არაა კოვიდი და შეყავთ, რომ ადამიანის იმუნიტეტი გაძლიერდეს და გახდეს ინფექციის ამტანი.

როგორც ვაქცინა გამოჩნდება, ეს უნდა იყოს ადამიანის თავისუფალი არჩევანი, უნდა გაიკეთოს, უნდა არა. თუ ჩემი აზრი გაიტერესებთ, მე არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, რადგან გრიპი არ მემართება ხოლმე. ახლა დამემართა კოვიდი, ძალიან იოლ ფორმებში გადავიტანე. თუ დავრწმუნდები, რომ ვაქცინა აუცილებელია, გავიკეთებ, რატომაც არა.

რაც შეეხება იმას, რომ ვიდრე ვაქცინა გამოვიდოდა, შიშებს, რომ თხევადი ჩიპები შემოყავთ სისხლში, ეს, რა თქმა უნდა, მითქმა-მოთქმაა ყველაფერი,”-აღნიშნა “დღის კურიერში” მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი: თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი მანქანაზე უარს, უბრალოდ, ძალიან გაცვეთილია ჩემი მანქანა, რომელიც 2006 წლის მანქანაა
შემდეგი სტატიასკანდალი-მიულოცე დაბადების დღე გია ვოლსკის და მიიღე 10 ქულა